U2 — ირლანდიური როკ–ჯგუფია დუბლინიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 1976 წელს. მისი წევრები არიან ბონო, The Edge, ადამ კლეიტონი და ლარი მალენი
ჯგუფი ჩამოყალიბდა მაუნტ-ტემპლის სკოლაში, 1976 წელს, როდესაც მისი წევრები შეზღუდული მუსიკალური გამოცდილების მქონე მოზარდები იყვნენ. ოთხი წლის შემდეგ ისინი მოხვდნენ Island Records-ზე და გამოსცეს სადებიუტო Boy. მუსიკალური ჩარტების სათავეებში მოხვედრილმა ალბომმა The Joshua Tree (1987) U2 საერთაშორისო სუპერვარსკვლავად აქცია. მსოფლიო ჩარტების სათავეებში მოხვედრით მან ჯგუფს მოუპოვა აშშ-ის #1 სინგლები – „With or Without You“ და „I Still Haven’t Found What I’m Looking For“.
U2-ს გამოცემული აქვს 13 სტუდიური ალბომი. იგი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად, მსოფლიოში გაყიდული 170 მილიონზე მეტი დისკით. ბენდს მიღებული აქვს 22 გრემის ჯილდო.
