LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი გიორგი ოდიშვილი: მოცვი ანტიოქსიდანტებისა და სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყაროა

ექიმი გიორგი ოდიშვილი მოცვის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს კენკრა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს.

მისი თქმით, მოცვი ანტიოქსიდანტების საბადოა – ნივთიერებების, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედებზე დამაზიანებელი ზემოქმედების შემცირებას.

„მოცვი, უამრავ ვიტამინთან ერთად, შეიცავს პოლიფენოლებს. ეს არის ნივთიერებები, რომლებსაც დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი უკავშირდება“, – ამბობს ექიმი.

ექიმი განმარტებით, მოცვში შემავალი პოლიფენოლები გარკვეულ ნაერთებთან კომბინაციაში ანთებითი პროცესების შემცირებასაც უწყობს ხელს.

„სუპერ საკვებია მოცვი“, – აღნიშნავს ექიმი გიორგი ოდიშვილი.