ლაგოდეხში ავტოზაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
