ინტერნეტსივრცეში აქტიურად განიხილავენ კეტი პერის ახალ ვიდეორგოლს სიმღერაზე, Watch It Burn, რომლის მთავარი სიურპრიზიც მოულოდნელი მონაწილე გახდა. ვიდეოში მომღერლის რჩეული, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო გამოჩნდა.
სახალისო ვიდეო, რომელიც ღია ავტოსადგომზეა გადაღებული, მწვანე მაისურსა და ხაკისფერი შარვალში გამოწყობილი 54 წლის ტრუდო მხიარულად და ენერგიულად ხტუნავს.
თავად მომღერალმა ვიდეოს იუმორისტული აღწერაც დაურთო: „ლეგენდის თანახმად, თუ ამ სიმღერაზე იხტუნავებთ, ათასი წლის იღბალი დაგებედებათ“.
ვიდეოს კომენტარებში გულშემატკივრები ჯასტინ ტრუდოს საქციელით აღფრთოვანდნენ და მას „მხარდამჭერი პარტნიორის საუკეთესო მაგალითი“ უწოდეს.
„რამდენი ვიცინე, როცა ჯასტინი დავინახე!“, „აი, ასე გამოიყურება ნამდვილი სიყვარული“, „ძალიან საყვარელია, როგორ ერთობა ჯასტინი“, „ყველას ასეთ პარტნიორს ვუსურვებ“, საყვარელი ქალის ჭკუაზე მხტუნავი კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
შეგახსენებთ, რომ კეტი პერისა და ჯასტინ ტრუდოს რომანის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მომღერალი ორლანდო ბლუმს დაშორდა. გასული წლის ოქტომბერში ისინი პირველად გამოჩნდნენ საზოგადოებაში, როგორც შეყვარებულები, ცოტა ხნის წინ კი წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდნენ.
ჯასტინ ტრუდო მანამდე სოფი გრეგუარზე იყო დაქორწინებული. ყოფილ მეუღლეებს სამი შვილი ჰყავთ.
ფოტო/ვიდეო: ეს სიყვარულია – კეტი პერის და კანადის ექს-პრემიერ-მინისტრის რომანტიკა ბუნებაში