TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე იუბილარია. ამ განსაკუთრებულ დღესთან დაკავშირებით მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს – ტორტითა და თბილი მილოცვებით შეეგებნენ, რის შემდეგაც თამომ სანთლებიც ჩააქრო.
დღის ყველაზე ემოციური მომენტი კი მისი შვილების მილოცვა აღმოჩნდა, რომელმაც ინფლუენსერი განსაკუთრებულად ააღელვა.
კადრებს თამო ვაშალომიძე „ინსტაგრამ“ გვერდზე გვიზიარებს.
ვიდეო: „12 ივლისს დაბადების დღე მაქვს და თქვენ ორი დღით ადრე დაიწყეთ ჩემი გახარება“- თამო ვაშალომიძე
