გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპი „მეხუთე ელემენტის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ურთიერთობაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.
როგორც მარინა აღნიშნავს, სიყვარულის გამო სირთულეებთან შეჭიდების არ ეშინია.
„იყო ჩემი ეჭვიანობა, ენის ბარიერი, 8 საათიანი სუფრები, სადაც საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე და გიგის ეგონა, რომ უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ. არ იყო ადვილი და ბევრი რამე არ გვიწყობდა ხელს, თუმცა როდესაც გიყვარს, შენ უნდა იყო გულწრფელი.
ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და მზად ვარ ყველაფრისთვის ოღონდ ერთად ვიყოთ“, – ამბობს მარინა კარპი.
„არაჩვეულებრივი ოჯახი“, „რა საყვარლები ხართ, გიხარეთ“ – გიგი დედალამაზიშვილის უსაყვარლესი ოჯახი
