ბარბარე ბეჭვაიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ვიშლისთი“ წერს და ბარბარეს ვიდეკოლაჟს ავრცელებს.
ემოციურ წერილში კოლეგები კიდევ ერთხელ იხსენებენ ბარბარე ბეჭვაიას:
„არ მინდა უაზროდ წავიდეო – ამბობდი სულ, აგერ, ამდენ ადამიანს როგორ ჰყვარებიხარ, იმედია ისე გაგაცილეთ, შენ რომ მოგეწონებოდა… არ მინახავს ადამიანი, 27 წლის ასაკში ამდენი პოზიტივი დაეტოვებინოს“ – რას წერს მოულოდნელად გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი
„უკვე 1 წელი ჩვენი სასწაული გოგოს გარეშე. სწორედ ბარბარე და მისი გუნდი ქმნიდა ყველა იმ რეკლამას, რითაც ვიშლისთმა დაგამახსოვრათ თავი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბარბარიკა, რომელმაც უდიდესი სითბო და სიყვარული დატოვა ყველასთან და ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის ვიშლისთის წარმატებაში მადლობა ყველაფრისთვის მეგობარო. შენ ყოველთვის შეუცვლელი იქნები“ – წერს „ვიშლისთი“ სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.
„ამ პატარა გოგოს რამდენი ადამიანის სიყვარული მიჰყვება თან… როდის მოასწარი ამხელა სიკეთის დათესვა, ეს ისე ხომ არ მოსულა ერთი გაელვებით, შენ ამისთვის მთელი შენი ცხოვრება ჩადე“ – ირინა ჯგერენაია ბარბარე ბეჭვაიაზე
„არ მინდა უაზროდ წავიდეო – ამბობდი სულ, აგერ, ამდენ ადამიანს როგორ ჰყვარებიხარ, იმედია ისე გაგაცილეთ, შენ რომ მოგეწონებოდა… არ მინახავს ადამიანი, 27 წლის ასაკში ამდენი პოზიტივი დაეტოვებინოს“ – რას წერს მოულოდნელად გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი
„ჩემო ძალიან ყურადღებიანო, ლამაზო და კეთილო გოგო, არასდროს დამავიწყდება შენი სითბო და ყურადღება… მადლობა ყველაფრისთვის, გული მეგლიჯება“ – მარიამ როინიშვილი მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიაზე
ნინო მუმლაძე 27 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიას ემშვიდობება: „გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვესაუბრე, სამშობიაროდან დაწყებული, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვერდით გვედგა მე და რონის…“