LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით“ – ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება, რატომ დასრულდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის ურთიერთობა

6249
2026-07-11_01-22-59_060634

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან განქორწინებაზე გულწრფელად პირველად საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად დაშორებისა, მათ საერთო შვილები აკავშირებთ და დღეს ორივესთვის მთავარი მათი კეთილდღეობა და ურთიერთპატივისცემაა.

„პირად ცხოვრებაში ეს მძიმე პერიოდი იყო, რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვოცნებობდი იდეალურ ოჯახზე. ჩვენ ვიყავით ორი ადამიანი, რომელიც სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით. ჩვენი შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვეოდა, სანამ ყველაფერი არ შეიცვალა. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ცალ-ცალკე უფრო ბევრს მივაღწევდით.

მასაც ჰქონდა თავისი კარიერული ამბიციები. როგორც მგონია, ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა, კარიერის პროფესიულმა მხარემ მოახდინა, რადგან მას თავისი ხედვა ჰქონდა იმისა, თუ როგორ უნდა გვევლო წინ, მე კი ჩემი.

სასწორზე სულ უფრო მეტი დევს, არ მინდა ყველაფერი დავკარგო იმის გამო, რომ 100 პროცენტით იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო. არ ვნანობ არაფერს, რადგან თითოეულმა მათგანმა მაჩუქა ორი არაჩვეულებრივი ადამიანი. დღეს მყავს ორი განძი. დარწმუნებული ვარ წინ საუკეთესო წლები გველის“,- ამბობს ილია თოფურია.

შეგახსენებთ, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი მას თავ­და­პირ­ვე­ლად ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვარს მო­ი­თხოვ­და. მას ასე­ვე სურ­და სა­ცხოვ­რებ­ლად აშშ-ში გა­დას­ვლა, რა­ზეც ილია თო­ფუ­რია უარს აცხა­დებ­და – მი­ზე­ზი წყვი­ლის სა­ერ­თო, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლია, რომ­ლის სხვა ქვე­ყა­ნა­ში გაშ­ვე­ბა მებ­რძოლს არ სურ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­სა­მარ­თლომ ილია თო­ფუ­რია გა­ა­მარ­თლა. 

ვიდეო: „ჩემს გოგონას მალე ვნახავ“ – ვრცელდება ილია თოფურიას პირველი კომენტარი სასამართლოს დატოვების შემდეგ

„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

„აწმყოთი ვცხოვრობ… ვტკბები ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მაძლევს“ – ილია თოფურია ოჯახურ კადრებს აზიარებს

„ოჯახი ის, რაც ყოველთვის რჩება“ – რა კადრებს ავრცელებს და რას წერს ილია თოფურია რჩეულთან დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა – „წყვილის ახლობელი წყარო“ მედიასთან საუბრობს

ვიდეო: ემოციური მიძღვნა ჯორჯინა უზკატეგუის – რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურიას მეორე ნახევარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები