შესახებ
სოსო მიქელაძე – დაიბადა 1975 წლის 23 აგვისტოს.
დაამთავრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალ მცოდნეობის ფაკულტეტი. ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების და კრედიტების ფაკულტეტი.
სიმღერასთან ერთად ატარებს ფსიქოლოგიურ ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რომელიც მისი საყვარელი საქმიანობა გახლავთ.
ოჯახში ყველა მღეროდა 3-4 წლის ასაკიდან ცდილობდა მუსიკალურ ინსტრუმეტზე დაკვრას და იმდროინდელ ჰიტებს აწყობდა. აგროვებდა სხვადასხვა შემსრულებლების ფირფიტებს.
7 წლის ასაკში ფორტეპიანოზე შეიყვანეს თელავის მუსიკალურ სკოლაში.
გუნდშიც მღერიდა, თუმცა, უფრო წარმატებულად კლასიკურ გიტარას დაეუფლა.
პირველი შეხება სტუდიასთან თელავის უნივერისტეტის გამო შედგა, სადაც სათავეში ჩაუდგა სტუდენტური ჰიმნის შექმნას, 20 წლის ასაკში.
1996 წელს სოლო კონცერტი გამართა, თუმცა საკუთარ თავს უფრო დიდი მიზნები დაუსახა, გააცნობიერა, რომ ჯერ მზად არ იყო და წინ დიდი შრომა ელოდა.
2009 წლიდან გამოდიოდა კონცერტებზე.
2015 წელს აღმოჩნდა ჩინეთში მისი მეორე პროფესიის გამო, სადაც საკუთარი თავის რეალიზება მოახდინა. დაბრუნების შემდგომ დაიწყო ახალი სიმღერების დაწერა და მიღებული პოზიტივი მუსიკაში გადმოიტანა. წარმატებამ არ დააყოვნა 2016 წელს გამოვიდა სოსო მიქელაძის პირველი სტუდიური სიმღერა „მე და შენ“ , რომელმაც „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“ მოუტანა, ნომინაციაში “ხალხის რჩეული”.
2017 წელს გამოვიდა ალბომი „მე და შენ“.
2018 წელს გამოუშვა ორი ვიდეორგოლი სიმღერაზე „წლები და გზები“ და „ნეტავ“
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები