შესახებ
ნინო ღავთაძე – დაამთავრა მუსიკალური ათწლედი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანოს განხრით.
ბავშვობიდან მღეროდა და უკრავდა, პირველი სიმღერის დაწერის მცდელობა 7 წლის ასაკში ჰქონდა, ამ დროს გააცნობიერა, თუ რაოდენ ორგანული იყო მისთვის მუსიკა.
პირველი და სრულფასოვანი მუზა 19 წლის ასაკში ეწვია, რაც ასევე პირველი სიყვარულისგან მოდიოდა.
სტუდიური ჩანაწერი 2003 წლს გაჩნდა – „არ გემდური“ შემდგომ იყო სიმღერა „ნავი“, რომლის პრემიერაც რადიოსადგურ „ფორტუნა პლუსზე“ შედგა, სიმღერის პრემიერის მერე ნინო საზღვარგარეთ მიემგზავრება, დაბრუნების შემდგომ კი აღმოაჩინა, რომ მისი სიმღერა „ნავი“ დიდი პოულარობით სარგებლობდა , თუმცა ყველამ არ იცოდა შემსრულებლის ვინაობა – ეს გახდა სტიმული რათა მეტი აქტიურობა გამოეჩინა და ახალი სიმღერებით მოეამარაგებინა მსმენელი.
2008 წელს გამოჩნდა პროექტში „ვარსკვლავების აკადემია“.
როდესაც მუზა მოდის, მაშინ წერს, ძირითადად საკუთარ შექმნილ სიმღერებს ასრულებს და ხშირად ჩნდება სხვადასხვა ტიპის საღამოებსა თუ კონცერტებზე.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები