შესახებ
ნინო ბაშარული – დაიბადა 1979 წლის 28 იანვარს.
დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი – უცხო ენების ფაკულტეტი, ასევე მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი.
ნინოს ყველა ოჯახის წევრი მღეროდა, შესაბამისად ნინოსთვის მუსიკა ორგანული გახდა.
2007 წელს მადრიდში მონსერატ კაბალიეს სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა, სადაც ფლამენგომ მისი გული დაიპყრო, მალევე დაბრუნდა ესპანეთში, სადაც მოყვარულთა ჯაზ- ფესტივალი ტარდებოდა და გადაწყვიტა მიეღო კონკურსში მონაწილეობა, ამღერებისთანავე ნინომ ყველა იქ მყოფის გული დაიპყრო სიმღერით „ისტორია დე უნა მორ“, მრავალი შემოთავაზებაც მიიღო, თუმცა თბილისში ყველაზე ძვირფასი – შვილი ელოდებოდა, შესაბამისად ესპანეთში დარჩენა ვერ მოახერხა.
სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩამოაყალიბა ბენდი „პალომა“, ცნობილი რეჟისორის პედრო ალმადოვარის ინსპირაციით, 4 კაციანი შემადგნელობით ბენდმა სწორედ ალმადოვარის ფილმების საუნდტრეკების გარჩევა და დამუშავება დაიყო, ასევე – მრავალი ლათინური ჰიტის.
პირველი გამოსვლა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე შედგა, სადაც ალმადოვარისადმი მიძღვნილი საღამო ტარდებოდა.
2009 წელს საზოგადაოებას თავი პროექტით „ჯეოსტარი“ დაამახსოვრა და ფინალამდე მივიდა.
მისივე საავტორო სიმღერამ „ის ვაჟი“ მსმენელის კეთილგანწყობა კიდევ ერთხელ მოუტანა ნინოს.
2015 წელს გამოვიდა მომღერლის საავტორო ალბომი სადაც 8 სიმღერაა შესული.
თანამშრომლობს ამერიკელ მუსიკოსებთნ და პოეტებთან, რომლებთან ერთადაც ახალ ალბომე მუშაობს. ჰქონდა შემოთავაზებები ბრიტანეთიდან და გასტროლზეც იმყოფებოდა.
მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და გრან პრი სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები