შესახებ
ნათია ქველაძე – დაიბადა 8 ივლისს 1977 წელს ქ.გორში
დაიბადა ქ.გორში. მუსიკალური ნიჭი მშობლებისგან გამოყვა – კერძოდ მამა ფლობდა რამოდენიმე ინსტრუმენტს, ასევე გადასარევად მღეროდა. 1996 წელს დაამთავრა გორის ს. ცინცაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი. ამავე წელს ჩააბარა ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვარორიაში. პროფესიით მუსიკათმცოდნეა – ეს რაც შეეხება მოკლე პროფესიულ ზრდას..
ბავშვობიდან მღეროდა ვ.ი.ა. ,, ცისარტყელაში“. ცოცხალ ბენდთან კავშირი ღრმად და საინტერესოდ აისახა მის შემდგომ მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. ასევე პარალელურად იყო ფოლკ. ანსამბლში . სწავლობდა ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ხელოვნებას .
1992 წელი მეტად ნაყოფიერი იყო მისს ცხოვრებაში რადგან პირველი ნაბიჯები სხვა კუთხითაც მოსინჯა, კერძოდ რამოდენიმე წელი ვმღეროდი გორის ქალთა კამერულ გუნდში ბატონ შალვა მოსიძის ხელმძღვანელობით.
კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ჩამოაყალიბა ბავშვთა ანსამბლი ,,სხივი’’. ბავშვებთან ერთად გამოდიოდა სხვადასხვა ფესტივალსა თუ საქველმოქმედო ღონისჩძიებებზე. აქვს აღებული უამრავი დიპლომი. აქტიური მუშაობა ბავშვებთან ძალიან სასიამოვნო გახლდათ ძალიან სასიამოვნო სწორედ ამ დროს შექმნა უამრავი საბავშვო სიმღერა.
ამავე წლებში ტელევიზიით შედგა პრემიერა საავტორო სიმღერისა ,,მონატრება“ საზოგადოებრივი არხის გადაცემა ,,მოტივი“- ში ..
2003 წელს მუშაობდა თბილისის გ. ცაბაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ვოკალის პედაგოგად. ეს წლებიც მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა მუსიკალურ პროფესიულ განვითარებაშიც….
მუსიკალური პაუზა იყო მის ცხოვრებაში, რომელიც გამოწვეული იყო საჯარო სამსახურში 8 წლიანი მუშაობის შედეგად.(კერძოდ ქ.თბილისის მერიის ერთ-ერთ განყოფილებაში წამყვან სპეციალისტად).
2017 წელს კი ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც უკავშირდება რადიო ,,არ დაიდარდო“-სთან თანამშრომლობას. 3 მარტს შედგა სიმღერის ,,მასწავლე“ პრემიერა, რომლის კომპოზიტორიც გახლავთ ბატონი ვაჟა აზარაშვილი. სიმღერა ჩაიწერა მომღერლის ბავშვობის მეგობრის უნიჭიერესი ადამიანის ცირა ბზიშვილის სტუდიაში. მეორე სიმღერა ,,თვალები რამდენს ამბობს“ რომლის გახლავთ ნატო თოთიბაძე, ტექსტი თავად ნათიას ეკუთვნის. რიგით მესამე სიმღერა კი გახლავთ ,,ბედნიერი ვარ“ , ეს დუეტია, რომელსაც ნათია და თაკო მელიქიშვილი ასრულებენ.
ამჟამად მუშაობს რიგით მეოთხე სიმღერაზე და ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო შოუებს.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები