შესახებ
ლექს-სენი ( ლექსო ქავთარაძე ) – დაიბადა 1981 წლის 18 ივლისს, თბილისში.
1998 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტუროლოგიის ფაკულტეტზე.
1997-1998 წელს პირველად შეუდგა მუსიკასთან ურთიერთობას და 2000 წლიდან ნამდვილად დაიწყო მისი აღზევების ხანა.
პირველი სიმღერა გალხდათ „არ თქვა უარი”, რომელიც რადიო „ფორტუნა +“ -მა გააჟღერა და შემდეგ კი სინგლი „გაბედე“ და დაიწყო ტელეკომპანია „მაესტროსთან“ თანამშრომლობა, მას შემდეგ იზრდება რეპერის პოპულარობა.
ის პირველი იყო, მისი ჟანრიდან, ვინც რამდენიმე ათასიანიანი სპორტის სასახლე გაავსო. ამას მოჰყვა ტურნე აჭარაში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, თითოეული კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, მისი ყველა სიმღერა მსმენელმა ზეპირად იცოდა და იმ დროისთვის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო .
გამოშვებული აქვს 6 ალბომი – „ ლექსს არ ვყიდი“,„ზეგ“,„ამტანი“, „შენი ჯერია“, „მნახე“, „სიგნალი“
სინგლის სახით გამოვიდა მისი 25 სიმღერა და 15 ვიდეორგოლი. „მაესტროსთან” თანამშრომლობა 2008 წელს დასრულდა.
შემდეგ იყო პაუზა, თუმცა, 2015 წლიდან ისევ აქტიურად შეუდგა საქმიანობას.
გამორჩეულია ბოლო პეროდში მისი დუეტი ცნობილ მსახიობ მურმან ჯინორიასთან, მომღერალ დათო კენჭიაშვილთან და მისივე სიმღერის ახლებური ვერსია „ გესმოდეს“, რომელსაც ადრე ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილთან ერთად ასრულებდა.
2018 წელს კი სიმღერის რიმეიქი მომღერალ ქეთი გომართელთან ერთად შეასრულა.
2018 წლის ზაფხულში გაიმართა მისი სოლოკონცერტი ბათუში.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები