შესახებ
გოგიტა გოგიძე – დაიბადა 1970 წლის 10 ნოემბერს ქ. ხაშურში.
1986 წელს დაამთავრა სურამის III საშუალო სკოლა და მასთან არსებული მუსიკალური ათწლედი ფორტეპიანოს სპეციალობით.
1986-1988 წლებში ხელმძღვანელობდა ქალაქ ხაშურის კულტურის სახლთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ ,,იმედს“ და გოგონათა სექსტეტს ,,6+1“.
1990-92 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ქ. ხაშურის რაიონულ შემოქმედებით ღონისძიებებში.
1992-98 წლებში მოღვაწეობდა ქ. გორში როგორც სოლო შემსრულებელი და ამასთანავე ხელმძღვანელობდა ებრაელ ბავშვთა ანსამბლს ,,ისრაელის შვილები“, პარალელურად აქტიურად იყო ჩაბმული მხიარულთა და საზრიანთა რესპუბლიკურ ფესტივალებში, როგორც მუსიკალური ხელმძღვანელი და რეჟისორი.
1994 წელს სიმღერის კონკურსში ,,ოქროს შემოდგომა“, მოიპოვა მაყურებელთა სიმპათიის საპატიო ტიტული.
1996 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ჯიფას“ ეგიდით ჩატარებულ რესპუბლიკურ ფესტივალში.
1995-99 წლებში სწავლობდა ქ. გორის მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალურ ფაკულტეტზე.
1999-2003 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე.
2004-2005 წლებში მუშაობდა დისერტაციაზე პედაგოგიურ უნივერსიტეტში თემაზე ,,მუსიკალური აღზრდის პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“.
2005 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალში ,,თუ დაგივიწყო იერუშალაიმ“ და საპატიო 10 მონაწილესთან ერთად მონაწილეობდა ისრაელში იერუსალიმისკულტურის დღეებში.
2007 წელს მიიღო მონაწილეობა ტელეფესტივალში ,,პატრინოტში“ ამავე პერიოდში აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა პროფესიონალურ სცენაზე, როგორც კლასიკური სიმღერის კუთხით, ასევე საესტრადო მიმართულებით.
2007 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს რადიო-ჰოლდინგ ,,ფორტუნასთან“ სადაც ყველაზე რეიტინგულ რადიო ,,არ დაიდარდოში“ მისი 15 სიმღერის პრემიერა შედგა.
სხვადასხვა წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული პოპულარულ სატელევიზიო თოქ-შოუებში.
2010 წლიდან პერიოდულად იწვევდნენ სხვადასხვა პროექტებში, როგორც მომღერალს და როგორც ივენთების მუსიკალურ რეჟისორს.
2015-2017 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ებრაულ სკოლასთან ,,ორავნერ“, სადაც ხელმძღვანელობდა ბავშვთა ვოკალურ ანსამბლს.
2017 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიის ქართული კულტურის ცენტრის გალა კონცერტში.
2017 წლის 8 მარტს ჰქონდა სოლო კონცერტი ქ.ჰააგაში
2017 წლის 6 მარტს გერმანიაში, ქ. ესენში ებრაული კულტურის ცენტრის მიწვევით ჰქონდა სემინარი კონცერტი.
2018 წლის 10 თებერვალს ნიუ-ჯერსიში მუსიკალურ ცენტრ ,,მიმინოში“ კონცერტი.
2018 წლის 23 თებერვალს მონაწილეობდა ამერიკელ სამხედრო ვეტერანების საქველმოქმედო საღამოზე.
2018 წლის 10 მარტს საკონცერტო ცენტრში ,,ნასიონალი“ სოლოკონცერტი.
2018 წლის 17 მარტს ფილადელფიაში რესტორან ,,გოლდენ გეიტში“ სოლო კონცერტი.
დისკოგრაფია:
,,ჩემი დრო კიდევ დადგება”
,,ღამე მე და შენ”
,,ლამაზმანები”
,,დანამა”
,,შენ გენაცვალე”
სიმღერები
„დაბადების დღე“
„ღამე მე და შენ“
„ჩაგეხუტები“ (დუეტი თკო მელიქიშვილთან)
„რაცა ვარ ისა ვარ“
„მოდი ჩემთან კარგო“ (დუეტი სოფო სიმონიშვილთან)
„გამიფერადე“ (დუეტი მაია ყარყარაშვილთან)
„არ წახვიდე“
„მჯერა დაბრუნდები“
„არ იდარდო“
„არ შეიყვარო სხვა“
„სპექტაკლი დამთვრდა“
გოგიტა გოგიძის სავიზიტო ბარათად კი სიმღერა „არ წახვიდე არ დამტოვო“, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები