შესახებ
გიორგი წიკლაური – დაიბადა 1979 წლის 27 სექტემბერს.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტი – სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
5 წლიდან მღერის, პირველად კაკო ვაშალომიძემ მიიყვანა ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლში, სადაც დიდი გამოცდილება მიიღო და როგორც თვითონ ამბობს, ბატონმა კაკო ვაშალომიძემ გაუკვალა გზა მუსიკალურ სამყაროში.
1996 წელს აღმოჩნდა მანანა თოდაძის მუსკალურ სტუდიაში „პრესტიჟი“, სადაც მონაწილეობა მიიღო ესპანურ ენაზე დადგმულ მიუზიკლში „ბურატინოს თავგადასავალი“, წარმატებამაც არ დააყოვნა და საერთაშორისო ფესტივალიდან გრანპრით დაბრუნდნენ. ეს დიდი სტუმული აღმოჩნდა გიორგისთვის, აბიტურიენტობის შემდგომ კი ჩამოაყალიბა ბედნი „ვილისი“ და მათთან ერთად სხვადასხვა ბარებსა და პაბეში გამოდიოდა, კონკრუტელი ჟანრი არ ქონიათ, ყველა სტილის მსოფლიო ჰიტებს ასრულებდნენ.
2005 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ნუცას სკოლა“, თუმცა პროექტი მალევე დატოვა რუსეთიდან მიღებული შემოთავაზების გამო, სადაც 3 წელი გაატარა. ანსამბლ „ორერასთან“ ერთად, მონაწილეობა მიიღო გრანდიოზულ კონცერტში, სადაც „ორერას” 45 წლის იუბილეზე ვარსკვლავი გაუხსნეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.
2008 წელს სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა სტუდიური ჩანაწერების შექმნას და პარალელურად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა ტურნეს ფარგლებში.
სიმღერამ „მითხრა“ განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
გახლავთ ლაურეატი ფესტივალისა „რუსეთის ოქროს ხმა“.
გამოშვებული აქვს ორი ვიდეორგოლი – „რაცა ვარ ისა ვარ“ და „ალუბლები“.
2017 წელს ყაზახეთში მიიწვიეს მუსიკალური შოუს ჟიურის წევრად.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები