დრო სუნთქვასავით გარდასული
შენს სახეს როგორ ემჩნევა,
ჩემთან ხარ
მაგრამ შენგან შორსა ვარ.
ერთხელ მაინც გამომხედე,
რომ იგრძნო ვისთვის ვარსებობ.
ბევრს არ გთხოვ,
ჩუმი მზერით გეტყვი, რომ:
უფლება არ მაქვს შენთან მოვიდე,
გითხრა როგორ მიყვარხარ,
უფლება არ მაქვს მოგიახლოვდე,
რადგან სხვისი ხარ ვერ მოგიპოვე.
კვლავ ამედევნები სიზმრებში,
და ისევ დამაიმედებ,
ცხადში კი ერთი რამე დავიჯერე.
რომ უფლება არ მაქვს შენთან მოვიდე,
გითხრა როგორ მიყვარხარ,
უფლება არ მაქვს მოგიახლოვდე,
რადგან სხვისი ხარ ვერ მოგიპოვე.
უფლება არ მაქვს შენთან მოვიდე.
გითხრა როგორ მიყვარხარ,
უფლება არ მაქვს მოგიახლოვდე,
რადგან სხვისი ხარ ვერ მოგიპოვე.