გამოცანას გეტყვი ძალზედ ადვილია,
ორი ასო არის მისი სახელია,
ისე ლამაზია ისე სათუთია
როგორც პაწაწინა მინდვრის ყვავილია,
აბა თუ მიხვდები ვინ და რომელია,
ან თუ გამოიცნობ სახელი რა ჰქვია,
ყვავილია პაწაწინა, მინდვრის ყვავილია
უიმისოდ ყოფნა მე არ შემიძლია.
ია,ია,ია , ია ჩემი ყავავილია
ია,ია,ია ოხ რა ლამაზია ოხ რა სათუთია
ია,ია,ია,ია ჩემი ყვავილია
ია,ია,ია ოხ რა ლამაზია ოხ რა სათუთია
ხან ალერსით ტკბება,ხან ხელზე მიწვება,
ამ ბავშური ქცევით გულიც უტკენია.
ზოგჯერ ყინულს გვესვრის,
ზოგჯერ ენით ტყვიას
ზოგჯერ ვნებით მკოცნის,
ზოგჯერ გამბუტვია,
მაინც მიყვარს მაინც,
ჩემი ყვავილია,
გინდ მიწოდეთ ბრძენი გინდაც სულელია.
ია ია, ია, ჩემი კაკულია.
ჩემი გულის კარი ეთოს გაუღია,
ია,ია,ია,ია, ჩემი ყვავილია
ია,ია,ია ოხ რა ლამაზია ოხ რა სათუთია
ია,ია,ია,ია ჩემი ყვავილია
ია,ია,ია ოხ რა ლამაზია ოხ რა სათუთია.