LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში ეს პრობლემაა… ისე მეცოდებიან ხოლმე, მზის გულზე რომ ასაკიანი ქალები შრომობენ, იმათ თანხა როგორ უნდა დაუგვიანო?…“ – რაზე საუბრობს მევენახე ეკა ჭვრიტიძე

214
ეკა ჭვრიტიძე

„ძალიან მეცოდებიან მზის გულზე მომუშავე ასაკიანი ქალები, მათ თანხა როგორ უნდა დაუგვიანო?“ – ამის შესახებ მევენახემ, ეკა ჭვრიტიძემ პოდკასტ „არამარტო“-ში (Aramarto podcast) სტუმრობისას განაცხადა. მან ღიად ისაუბრა იმ სისტემურ პრობლემაზე, რომელიც საქართველოში მომწოდებლებისთვის კუთვნილი თანხების გადახდის დაგვიანებას უკავშირდება. მევენახის თქმით, ეს მანკიერი პრაქტიკა მხოლოდ მეღვინეობა-მევენახეობის სფეროს არ ეხება და მისი შეფასებით, განსაკუთრებით მწვავედ სარესტორნო ბიზნესში ვლინდება:

„ქალები, თანაც ასაკიანი ქალები, ისე მეცოდებიან ხოლმე, მზის გულზე რომ შრომობენ… მათ თანხა როგორ უნდა დაუგვიანო? მე ეს არ შემიძლია. ეს ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში – მარტო მევენახეობაში არა, სარესტორნო ბიზნესშიც.

აი, რომ ამარაგებ რესტორნებს და არ გიხდიან. იცით, რატომ? მადა ჭამაში ხომ მოდის; როდესაც ეს ფული შემოსდით და კარგი ვაჭრობა აქვთ, ღორდებიან და სხვადასხვა ბიზნესის კეთებას იწყებენ. მე ჩემი მაგალითი მოვიყვანო: მე და ჩემს ქმარ-შვილს ერთადერთი მანქანა გვყავს, რითიც დავდივართ და მასაც ვინაწილებთ, კი არ [ვყიდულობთ ახალ-ახალს]…“

ეკა ჭვრიტიძის ვრცელი ინტერვიუს ხილვა შეგიძლიათ გადაცემის Youtube არხზე – სრული ვერსია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები