LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ასაკის ბიჭი ემსხვერპლა

ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ასაკის ბიჭი ემსხვეპლრა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც 11 ივლისის ღამეს, ილი­ას ტბი­ს ტერიტორიიდან მოდიოდა, გზი­დან გა­და­ვარ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. არსებული ცნობითვე, ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ 5 ადამიანი – მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წილით, რაც გულისხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარღვევას, რამაც ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია