LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროფესიონალთა გუნდის კიდევ ერთი გამარჯვება – ახალშობილმა, რომელიც 430 გრამი დაიბადა, კლინიკა კარგი ნევროლოგიური სტატუსით დატოვა, ოჯახში დაბრუნებისას ჩვილი უკვე 2 კილოს და 630 გრამს იწონიდა“ – თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

831
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – ახალშობილმა, რომელიც 23 5/7 კვირის ვადაში დაიბადა და 430 გრამს იწონიდა, 125 დღის დღის შემდეგ კლინიკა კარგი ნევროლოგიური სტატუსით დატოვა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, კლინიკის პროფესიონალთა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღენაკლული ახალშობილის ჯანმრთელობა 6 თვის განმავლობაში სწორად ემართა.

„თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილების პროფესიონალთა გუნდის კიდევ ერთი გამარჯვება.

ახალშობილი, რომელიც 23 5/7 კვირის ვადაში დაიბადა, იწონიდა 430 გრამს. სიგრძე კი 30 სმ იყო. კლინიკის პროფესიონალთა გუნდის თავდაუზოგავი შრომისა და დიდი ზრუნვის შედეგად, 125 დღის დღის შემდეგ კლინიკა კარგი ნევროლოგიური სტატუსით დატოვა. ოჯახში დაბრუნებისას ჩვილი უკვე 2 კილოს და 630 გრამს იწონიდა.

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილების პროფესიონალთა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღენაკლული ახალშობილის ჯანმრთელობა 6 თვის განმავლობაში სწორად ემართა“, – აღნიშნულია თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები