კვირას, კასპის ცენტრში შეჭირვებულთათვის ნაყინი უფასო იქნება.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი, მამა ლევანი წერს.
„კვირას, 12 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში, კასპის ცენტრში არსებულ დრაივში, ყველა შეჭირვებულისთვის, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ჩამოსასხმელი ნაყინი იქნება უფასოდ. გთხოვთ როცა მსგავს რამეს გაიგებთ უთხარით ხოლმე ასეთ ადამიანებს, სიკეთეში ჩაგეთვლებათ“ – წერს მამა ლევანი.
