„ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა“, – ასე აფასებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენების შესახებ.
მისი თქმით, რკინიგზისთვის უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ თუ აქამდე ანაკლიის პორტის ძირითადი კონცენტრაცია მხოლოდ საკონტეინერო მიმართულებაზე იყო, ახლა ის იქნება მრავალფუნქციური პორტი როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის.
„მშრალი და ნაყარი ტვირთები ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით მიემართება. ეს პორტი უკვე იქნება მრავალფუნქციური, რომელიც აღნიშნული ტვირთების გადაზიდვაში იქნება ჩართული. ჩვენ კი საშუალებას მოგვცემს რომ გავზარდოთ გადაზიდვები და გაცილებით მეტი ტვირთი გავატაროთ“, – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
