LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ხშირად პედოფილები, ოჯახის ახლობლები, ოჯახის წევრები აღმოჩნდებიან ხოლმე…“ – რას ამბობს ფსიქოლოგი, იანა სალამაშვილი

228
იანა სალამაშვილი

YouTube არხი „შენი ამბავი თაიასთან“ რუბრიკაში „იანას ფსიქოლოგია“ უმძიმეს თემაზე, პედოფილიაზე ამახვილებს ყურადღებას.

ფსიქოლოგი, გეშტალტ თერაპევტი, იანა სალამაშვილი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში პედოფილები, ოჯახის ახლობლები აღმოჩნდებიან ხოლმე.

„ძალიან ხშირად პედოფილები, ოჯახის ახლობლები, ოჯახის წევრები აღმოჩნდებიან ხოლმე, ისინი, ვისაც ბავშვების მშობლები ენდობიან, ვისგანაც ვერ წარმოიდგენს ვერავინ, რომ რაღაც მსგავსს გააკეთებს, რომლებიც მშობლის თვალწინ ეფერებიან ბავშვებს.

ძალიან ხშირად ასეთი ადამიანების მხვერპლები ხდებიან ბავშვები და შემდეგ შეუძლებელია, ბავშვმა აღიქვას, რომ როდესაც მშობელი პატივს სცემს ამ ადამიანს, შეიძლება მას დაუჯეროს და არა ამ ზრდასრულს…

მითუმეტეს თუ ბავშვს ერთხელ მაინც ჰქონია გამოცდილებაში, რომ რაღაც არ დაუჯერეს, ეს არის ის მომენტი, რომელიც მთელი ცხოვრება ღია ჭრილობად რჩება იქამდე, სანამ არ გაბედავს და არ იტყვის ვინმესთან, რა გამოიარა…“ – ამბობს ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები