LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Adam Levine

ადამ ლევინი (დაბადების თარიღი 18 მარტი, 1979) ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და მსახიობია. ის არის ჯგუფ maroon 5 – ის სოლისტი.
ადამი დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. მუსიკალური კარიერა დაიწყო 1994 წელს, როდესაც დააარსა როკ ჯგუფი Kara’s Flowers, რომლის მთავარი ვოკალისტიც თავად იყო.
პირველივე ალბომის გამოსვლის შემდეგ (1997) ჯგუფი დაიშალა, რადგან მათმა ნამუშავარმა პოპულარობა საზოგადოებაში ვერ მოიპოვა.
2001 წელს ჯგუფი თავიდან ჩამოყალიბდა, რომელსაც ამავდროულად შუერთდა გიტარისტი ჯეიმს ვალენტინი, და სახელად დაირქვეს maroon 5.
2002 წელს ბენდმა გამოუშვა პირველი ალბომი (Songs about Jane) ამის შემდგომ ჯგუფმა კიდევ ოთხი ალბომი ჩაწერა, It Won’t be Soon Before Long (2007, Hands All Over (2010), Overexposed (2012) and V (2014).
როგორც Maroon 5-ის წევრმა, ლევინმა მიიღო გრემი, გაიმარჯვა ბილბორდის, ამერიკული მუსიკის, MTV Video Music-ის და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებებში.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი