ადამ მიჩელ ლამბერტი (დაბადების თარიღი 1982 წლის 29 იანვარი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორია. 2009 წლიდან მას 3 მლნ-ზე მეტი ალბომი და 5 მილნ სინგლი აქვს გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.
ლამბერტის პოპულარობა გაიზარდა 2009 წელს, American Idol-ის მერვე სეზონში მონაწილეობისას. ამავე წელს, მოგვიანებით პირველი ალბომი ჩაწერა For Your Entertainment, რომელიც ამერიკულ ჩარტში Billboard 200 მესამე ადგილზე მოხვდა. ალბომი შეიცავდა რამდენიმე ჰიტ-სიმღერას, მათ შორის Whataya Want from Me, რისთვისაც მუსიკოსმა ”გრემის” ნომინაცია მიიღო.
2012 წელს ლამბერტმა გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი Trespassing. ალბომმა U.S. Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიკავა. 2014 წელს მომღერალმა ჩაწერა მესამე ალბომი The Original High, რომელიც ჩარტში #3 იყო.
