უაიკლეფ ჟანი (დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1969 წელი) ჰაიტელი რეპერი, მუსიკოსი და მსახიობია. 9 წლის ასაკში ის აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. მას პირველი წარმატება ჯგუფმა Fugees მოუტანა. კარიერის მანძილზე ჟანს სამი ”გრემი” აქვს მიღებული.
2010 წელს რეპერმა ჰაიტის პრეზიდენტობის პოსტზე გადაწყვიტა კენჭისყრა, თუმცა ქვეყნის ცესკო-მ ნება არ მისცა, ჰაიტის კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატი ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს.
ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად უაიკლეფ ჟანმა შექმნა საქველმოქმედო ფონდი 2010 წელს, რომელიც 2012 წელს სკანდალით დაიხურა. აღმოჩნდა, რომ მოზიდული თანხა არაკეთილგონივრულად იხარჯებოდა.
