Sweetbox არის პოპმუსიკის პროექტი, რომელიც 1995 წელს გერმანიაში შეიქმნა. მისი აღმასრულებელი პროდიუსერი იყო ჰეიკო შმიდტი და პროდიუსერი – რობერტო გეო როსანი.
წლების მანძილზე სვითბოქსს რამდენიმე ვოკალისტი ჰყავდა, მათ შორის კიმბერლი კირნი, დეიშა ბრიჯესი, თინა ჰარისი, ჯეიდ ვილალონი, კეიმი პინედა, მიჰო ფუკუჰარა და ლოჯიქ პრაისი.
პროექტმა 1990-იანების შუა პერიოდში 4 სინგლი ჩაწერა. საერთაშორისო წარმატება ვოკალისტ თინა ჰარისის პერიოდში მიაღწია. 1997 წელს გამოვიდა Everything’s Gonna Be Alright, რომელიც მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ჩარტში პირველ ადგილას მოხვდა.
