სელენა მარია გომესი (დაბადების თარიღი 1992 წლის 22 ივლისი) ამერიკელი მსახიობი და მომღერალია. გომესი ცნობილი გახდა დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. მთავარიროლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა“…
არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა მისი მუსიკალური კარიერაც. სელენა გომესმა 2009 წელს შექმნა ჯგუფი Selena Gomez & the Scene. ჯგუფმა სამი ალბომი ჩაწერა, Kiss & Tell, A Year Without Rain და When The Sun Goes Down. მომღერალს ასევე ორი სოლო ალბომიც აქვს – Stars Dance (2013) და Revival (2015).
