Nickelback კანადური როკ-ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა კანადის ქალაქ ჰანაში. ჯგუფის წევრები არიან: მთავარი გიტარისტი და ვოკალისტი ჩედ კრიუგერი, პიანისტი და ბექ-ვოკალი რაიან პიკი, ბასისტი მაიკ კრიუგერი და დრამერი რაიან ედერი. ჯგუფის შემადგენლობა 1995 წლიდან 2005 წლამდე რამდენჯერმე შეიცვალა, 2005 წელს კი დრამერი რაიან ვიკედალი ჩაანაცვლა რაიან ედერმა და მას შემდეგ ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილება აღარ მომხდარა.Nickelback კომერციული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფია მსოფლიოში, 50 მილიონი გაყიდული ალბომით.2000 წელს გამოშვებული ალბომით The State დიდ კომერცილულ წარმატებას მიაღწიეს. უფრო დიდი წარმატება და პოპულარობა მათ 2001 წლის ალბომმა მოუტანა. Silver Side Up-ის ჩაწერის შემდეგ Nickelback-მა ჩაწერა თავის ჰიტ-სიმღერა – “How You Remind Me” . სიმღერა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ერთდროულად ამერიკულ და კანადურ ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა გარკვეული ხნის მანძილზე.შემდეგ ჯგუფმა ჩაწერა თავის მეოთხე ალბომი The Long Road, რომელშიც შევიდა მათი მორიგი ჰიტი “Someday”. მათი მომდენო ალბომი სახელწოდებით All The Right Reasons ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ჯგუფის მიერ ჩაწერილ ალბომთა შორის.
