არიანა გრანდე – ბუტერა (დაბადების თარიღი 1993 წლის 26 ივნისი) ამერიკელი მომღერალი და მსახიობია. კარიერა მან 2008 წელს დაიწყო ბროდვეის მიუზიკლით „13“.
ამის შემდეგ მონაწილეობდა „ნიკელოდეონის“ სატელევიზიო სერიალებში Victorious და Sam & Cat.
გრანდეს მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო საუნდტრეკით Music from Victorious. 2013 წელს გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი Yours Truly, რომელმაც ამერიკის ჩარტების პირველ ათეულში მოხვდა, კრიტიკოსებმა კი მისი ვოკალი მერაია ქერისას შეადარეს.
