ანტონიო კარმონა ამაია (დაბ. 1965 წლის 21 მაისს) ესპანელი-ბოშა მომღერალია. მას აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ის იყო ესპანური ფლამენკო-ფუჟენ ჯგუფის Ketama წევრი.
კარმონამ ბენდი 2004 წელს დატოვა და სოლოკარიერა დაიწყო. სატებიუტო ალბომი 2006 წელს გამოუშვა. 2011 წლის ალბომში კი შევიდა სიმღერა De Noche , რომელიც მან ნელი ფურტადოსთან ერთად ჩაწერა.
