LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Antonio Carlos Jobim

ანტონიო კარლოს ბრაზილეირო დე ალმეიდა ჟობიმი (1927 წლის 25 იანვარი – 1994 წლის 8 დეკემბერი) , რომელიც რომ ჟობიმის სახელითაც არის ცნობილი, ბრაზილიელი კომპოზიტორი, პიანისტი, სიმღერების ავტორი და მომღერალი იყო. მის მიერ შექმნილი სიმღერები არაერთმა მომღერალმა შეასრულა როგორც ბრაზილიაში, ისე – მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
1965 წელს მისი ალბომი Getz/Gilberto იყო პირველი ჯაზალბომი, რომელმაც მიიღო „გრემი“ ნომინაციაში „წლის ალბომი“. სიმღერა „Garota de Ipanema” (“The Girl from Ipanema”) კი წლის ჩანაწერი გახდა.
ჟობიმმა დატოვა უამრავი სიმღერა, რომელიც ახლა ცნობილი ვარსკვლავების რეპერტუარშიც გვხდება. სიმღერა “Garota de Ipanema” სხვა მუსიკოსების მიერ 240-ჯერ იქნა ჩაწერილი. 1967 წელს ჩაწერილი ალბომი ფრენკ სინატრასთან ერთად, სახელწოდებით Francis Albert Sinatra & Antônio Carlos Jobim, 1968 წელს ნომინირებული იყო როგორც „წლის ალბომი“.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი