ანდრუ დონალდსი (დაბ. 16 ნოემბერი, 1974) იამაიკელი მუსიკოსი და ვოკალისტია. ის ცნობილია პროექტ „ენიგმადან“ სადაც მთავარი ვოკალისტი იყო. დონალდს ეკუთვნის ჰიტი Mishale, რომელმაც აშშ-ში 1995 წელს Billboard Hot 100-ის 38-ე ადგილი დაიკავა. სიმღერა შევიდა მუსიკოსის პირველ ალბომში სახელწოდებით Andru Donalds.
მეორე ალბომი დონალდსმა 1997 წელს გამოუშვა, სახელწოდებით Damned, If I Don’t.
1998 წლის აპრილში მიიღო შეთავაზება პროექტზე Enigma.
მესამე ალბომში Snowin’ Under My Skin შევიდა ჰიტები All Out of Love და Simple Obsession.
