ანასთეიშა ლინ ნიუკერკი (დაბ. 17 სექტემბერი, 1968) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და ყოფილი მოცეკვავეა.
პირველმა ორმა ალბომმა Not That Kind(2000) და Freak of Nature (2001) მომღერალს წარმატება მოუტანა. ჰიტმა კი “I’m Outta Love“ ანასთეიშა 2001 წელს მსოფლიოს ყველაზე კარგად გაყიდვად ქალ პოპ-მომღერლად აქცია. მის შემოქმედებაშია სიმღერები, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო “Paid My Dues”, “One Day In Your Life“, “Boom”,”Left Outside Alone”. ანასთეიშას მსოფლიოს მასშტაბით 52 მლნ ჩანაწერი აქვს გაყიდული.
