ემი ჯეიდ უაინჰაუსი (14.09.1983 – 23.07.2011) ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო. ის გამორჩეული ღრმა, ექსპრესიული ვოკალით და სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის მიქსით გაიცნო მსოფლიომ.
უაინჰაუსის სადებიუტო ალბომი Frank (2003) ძალიან წარმატებული აღმოჩნდა დიდ ბრიტანეთში. მეორე ალბომმა კი Back to Black (2006) მომღერალს ხუთი „გრემი“ მოუტანა 2006 წელს.
ემი უაინჰაუსი ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად 27 წლის ასაკში, 2011 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა.
