შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები – გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და გამოძალვის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა – დაკავებულებს შორის არიან ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები
