LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი კარგად გამოყვანილი ყველი, მთელი წელი შეგიძლიათ დააყოვნოთ მარილწყალში…“ – ყველის ექსპერტი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის შესანახი „წათხის“ რეცეპტს გვიზიარებს

13000
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ყველის შესანახი სითხის, ეგრეთ წოდებული წათხის რეცეპტს გვიზიარებს.

ყველის ექსპერტი ამბობს, რომ კარგად გამოყვანილი ყველი მთელი წელი შეგიძლიათ დააყოვნოთ მარილწყალში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მარილწყლის ხშირად გასუფთავება:

„რძის პასტერიზაციას ვერ უხსენებ საოჯახო წარმოებას, ისტერიკას იმართებენ… არ გეჩვენებათ, რომ ეს სიბეცეში გადაიზარდა უკვე და სიჯიუტე მკვლელობად გვიჯდება?“ – რა საფრთხეზე საუბრობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

„რჩევა წათხზე და ყველის შენახვაზე: ახლა ყველი იაფია და მოსახლეობა ცდილობს შეიძინოს ე.წ. აგვისტოს ყველი აგვისტომდე და ზამთრის მარაგი ჰქონდეს…
გქონდეთ თქვენც, ჩემს ფრენდებსაც აპრობირებული რეცეპტი, რა იცით რა ხდება?!
ჩვენდა ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ შესანახი, დავარგებული ყველის კულტურის ქვეყანა. ვაკეთებდით ახალ ახალ ყველს და მხოლოდ საბჭოთა პერიოდში გაგვიჩნდა წვდომა იაფ მარილზე და წათხის კულტურის ქვეყნად ვიქეცით. ამას თავისი ახსნა აქვს და ვრცელი თემაა, თუმცა შენახვა, ცხადია, მცირეხნიანი ვიცოდით.
მცენარეებით და თიხის ჭურჭლებით ანაც გუდაში თუ ახალ ყველს იყიდით სასურველია ნაკლებ მარილიანი იყოს, სანამ მას მარილწყალს, ანუ წათხს მოუმზადებთ (4/ 1 + ვაშლის ძმარი ცოტა შაქარი და კალციც ) კარგად შეფუთეთ მარილში, რომ კანი გაუმაგრდეს და მარცვალი მარცვალთან კარგად „შეწებდეს“, რომ არ დარჩეს ე.წ. „არხი“ მარცვლებს შორის და გული ზედმეტად არ გადამარილდეს, ანუ მარილმა ზედოზირებულად არ ჩააღწიოს გულამდე.
ასეთი მკვრივი, კარგად გამოყვანილი ყველი მთელი წელი შეგიძლიათ დააყოვნოთ მარილწყალში, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მარილწყლის ხშირად გასუფთავება, გადაწურვა მარცვლებისგან.
ამისთვის სასურველია გქონდეთ ორი იდენტური ჭურჭელი.
მოდებული „ლეყი“ ბადე ტოვებს მძფრ სუნს და უსიამოვნო გემოს.
მარილწყალი უნდა იყოს ერთი და იგივე (14 გრადუსადე) ტემპერატურის და სულ კამკამა. ამღვრეული, ყავისფერი მარილწყალი სასარგებლო არ არის.
მითი, რაც უფრო ძველია მარილწყალი მით უფრო გემრიელია ყველი არასწორია და მხოლოდ ეკონომიის მიზნით ვრცელდებოდა. მარილი ახლაა იაფი, ადრე უძვირესი იყო და სიცოცხლის ფასი უჯდებოდათ ჩვენს წინაპრებს.
გაიხსენეთ გამოთქმა: გავიდა გაღმა მარილზე ე.ი. მოკვდა,
აღზევანს წავალ მარილზე და ა.შ.
თუ სხვა: ტრადიციულ რეცეპტს გამიზიარებთ ძალიან გამიხარდება
პს ნახატი ჩემია, ოღონდ ქერქიანია, მარილწყალი არ მიყვარს…
ყველის გალაქტიკა…“ – წერს სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები