ჯგუფი „ვაკის პარკი”
ზაზა ხუციშვილი – გიტარა, ვოკალი
გიორგი სამსონაძე – ბასგიტარა
მინდია გაბაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტი
ირაკლი სანაია – კლავიში
დათო ჯაფარიძე – ჯგუფის მეგობარი – პერკუსია (ყოველთვის თანამშრომლობს ჯგუფთან სტ. მუშაობისას და საკონცერტო ტურებში)
კოტე ნონიკოვი – სინთეზატორები და მუს. პროგრამირება. 2003 წლიდან ჯგუფის მუსიკალური პროდიუსერია.
ჯგუფი „ვაკის პარკი” 1996 წლის მაისში დაარსდა. ერთი თვის შემდეგ მუს. ფესტივალ „მარგარიტა 96″-ზე „ვაკის პარკი” საუკეთესო როკ ჯგუფად დასახელდა.
„ვაკის პარკის” სიღერების მუსიკისა და ტექსტის ავტორი ჯგუფის გიტარისტი და ვოკალისტი – ზაზა ხუციშვილია. ჯგუფს სხ/სხ ფორმატში გამოშვებული აქვს ხუთი ალბომი.
„ვაკის პარკი” მუდმივად მუშაობდა რეპერტუარის განახლებაზე და ახალ სტუდიერ ჩანაწერებზე. რამოდენიმე წლის წინ ჯგუფი დაიშალა. თუმცა, მათი სიმღერები აქტუალურობას არ კარგავს.
