ვინა სთქვა რომ ცხოვრების გზა დიდია
საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია
ჩვენი ბედიც ამ ხიდზე დაჰკიდვია
წლები კი ჰოი რა ჩქარა მიდიან
ეს ცხოვრება ნუთუ ასე წახდება
ვერ გაიგო ჩემს გულშიაც რა ხდება
ახლოს მოვალ სიყვარულით გაგადნობ
ჩემმა მზემ რომ შორიდანაც გაგათბო
მე შენსავით გულზვიადი როდი ვარ
მაგ თვალების მოტრფიალე შფოთივარ
არ მიმიშვებ ერთ ნაბიჯსაც ვერ დავთმობ
ჩემმა მზემ რომ შორიდანაც გაგათბო
არ გცოდნია სიყვარული რა არის
მარტო მევარ შენი ეშხით დამწვარი
მინდა მთვარეს ვარსკვლავები მოვპარო
და სუყველა შენს ფეხებთან დავყარო
ვინა სთქვა რომ ცხოვრების გზა დიდია
საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია
ჩვენი ბედიც ამ ხიდზე დაჰკიდვია
დღეები კი ჰოი რა ჩქარა მიდიან
ვერ გავიგე სიყვარული რა არის
მარტო მევარ შენი ეშხით დამწვარი
მინდა მთვარეს ვარსკვლავები მოვპარო
და სუყველა შენს ფეხებთან დავყარო
ახლოს მოვალ სიყვარულით გაგადნობ
ჩემმა მზემ რომ შორიდანაც გაგათბო
