თბილისელ კაცს თბილისურად მიყვარს შენი უბნები,
სხვას არ ვეტყვი მიყვარხარო მარტო შენ გეუბნები,
გოგოლევის ქუჩელი ვარ მტკვარზე ფეხით დავდივარ
გაუქმებულ აივნების სიმღერა და დარდი ვარ
მოვკვდე როცა აქ გაგცვალო ჩავქრე როგორც სანთელი
ყველა შენ გენაცვალოს გული ყვირის სახელით
ყველა მთაწმინდელი და ყველი სოლოლაკელი
დიღემლი და წყნეთელი, ვერელი და ვაკელი,
ერთადერთო ჩემო ღმერთო,ჩემო თბილისო,
ერთადერთო ჩემო ღმერთო,ჩემო თბილის ქალაქო.
სიზმრად ვნახე ძველი რიყე ჩუქურთმოვან მტევნებით,
ძველი ავლაბრელები, ძველი ხარფუხელები.
სიჭაბუკე მიბრუნდება ლახტის წრეში ვიჭრები
სად არიან შენი ყოჩი, ქამრიანი ბიჭები,
მოვკვდე როცა გაგცვალო, ჩავქრე როგროც სანთელი,
ყველა შენ გენაცვალოს ერთგული ყმის სახელით,
ყველა ნახალოვკელი და სვანეთის უბნელი,
ამაყი თუ თავნება, ჭკვიანი თუ სულელი
ერთადერთო ჩემო ღმერთო,ჩემო თბილისო. X3
