LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკუს მეტრეველი

მარკუს მეტრეველი – დაიბადა 1981 წლის 28 მარტს.

როგორც თვითონ ამბობს, სამი პროფესია აქვს მუსიკოსი, მომღერალი  და დიზაინერი.

დაამთავრა სამხატვრო აკადემია – ბდიზაინის ფაკულტეტი.

მუსიკალური აკადემია 2004-2009 წლებში – პერფორმანსისა და ვოკალის და სასცენო ხელოვნების განხრით.

პირველი გრანდიოზული პროექტი 2001 წელს მოროკოში განახორციელა მოცეკვავეთა ანსამბლ „როკვა“-სთან ერთად. ტურნეს ფარგლებში 16 კონცერტი ჩაატარეს და განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი მიღება და კონცერტი მუჰამედ მეხუთეს სასახლეში, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.

აქვს გამოშვებული ერთი ალბომი „Freedom” და სინგლი „ Angel”.

2017 წელს მიღებული აქვს ჯილდო „ოქროს არგო” –  საუკეთესო ვოკალი (საბერძნეთი).

2018 წელს ბაქოში გადაეცა პრიზი ნომინაციაში „ საუკეთესოთა შორის საუკეთესო“.

2018 წელს ჰონკონგში გადაეცა ჯილდო  „საუკეთესო შოუმენი“.

ხშირად აქვს გასტროლები საზღვარგარეთ, ორჯერ წაიყვანა სილამაზის კონკურსი აზერბაიჯანსა  და ბულგარეთში.

განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა აზიურ ქართულმა სიმღერამ -„გელოდები“ და ასევე სიმღერამ „სულ მენატრები“.

ასევე პოპუალრულია მისი დეუტები ნინა წრიალაშილთან და ნინი შერმადინთან.