LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ბერაძე

გელა ბერაძე – დაიბადა 1976 წლის 28 აგვისტოს.

დაამთავრა ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

80-იანი წლებიდან მღეროდა ანსამბლში „ალიონი“, შემდგომ ანსამბლში „იმერეთი“.

ორიათასიანი წლებიდან დაიწყო სოლო კარიერა, ასევე გამოვიდა რამოდენიმე კონცერტზე პროექტში „იუმორინა“.

პირველი სტუდიური სიმღერა გახლდათ „იმედის დილა“, თუმცა მისი ცხოვრების დიდი ნაწილი კლასიკურ მუსიკას ეთმობა და საესტრადო შესრულებასთან ერთად არც საოპერო არიებს ივიწყებს.

განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ანსამბლ იმერეთთან ერთად შესრულებულმა სიმღერამ „ქალავ სიცოცლხე“, რასაც მოყვა ცნობილი კომპოზიტორის მარიკა კვალიაშილის „ვეღარ გახდები სხვისაო“.

ემზადება ახალი ალბომისთვის და  პარალელურად მოღვაწეობს ანსამბლში – „ბაგრატი“.