LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

B17

 B17 – ჯგუფი შეიქმნა 2017 წლის აგვისტოში.

წევრები:
– ლევან ბეიტრიშვილი – ვოკალი
– ზურა კიკნაძე – გიტარა, ბექ ვოკალი, ხმის რეჟისორი
– სანდრო კიკნაძე – ბას გიტარა
– თორნიკე (ნუკრი) გორდაძე – დრამი

დაარსებიდან ჯგუფს შექმნილი აქვს სიმღერები:

– ბრძოლა არის ჩემი ბედისწერა;
– იმიტომ რომ
– მილიონი
– წარმოიდგინე

წევრების მუსიკალური ბიოგრაფია:

ლევან ბეიტრიშვილი:

მონაწილეობდა ჯგუფებში: Passion Stage; მძიმე ჯვარი.

2002 წელს, გამოცემული აქვს ალბომი „მძიმე ჯვარი“, სადაც შევიდა მისი საავტორო სიმღერები: „ერთი რამე“, მიყვარხარ“, „შენთან ყოფნა მინდა“, ღამე და სექსი“;

2009-2010 წლებში, როგორც კომპანია „პრომოინდასტრიზ“ დამფუძნებელმა ორგანიზება გაუკეთა ტრიბუტ ფესტივალებს „Led Zeppelin“, “Good Old 70’s”, „Happy Birthday Mr. Paul”. ხელმძღვანელობდა როკ-კლუბს;

2010 წლიდან წლებში ჩამოცილდა მუსიკალურ მოღვაწეობას და მხოლოდ 2015 წელს მიიღო მონაწილეობა მუსიკალურ პროექტში „VOICE”, სადაც მეოთხედფინალში, მიუხედავად იმისა რომ მაყურებელთა ხმებით ლიდერობდა (78%), მენტორის ქულებით მაინც მოუწია პროექტის დატოვება.

ზურა კიკნაძე – გიტარა, ვოკალი, ხმის რეჟისორი:

მონაწილეობდა ჯგუფებში: Steel Hail, Green Mama, Comic Condition, Soundrift.

2002 წელს ჩაწერა ალბომი Green Mama. ამ ალბომიდან სიმღერები: „Traveler”, „Pieces”, Standing on my way”, „What did you tell me”, „My way home”, რამდენიმე თვე ტრიალებდა ამერიკულ რადიო ჩარტებში.

თორნიკე (ნუკრი) გორდაძე – დრამი:

მონაწილეობდა ჯგუფებში: Double Cross, Steel Hail, Green Mama, Comic Condition, Soundrift.

– სანდრო კიკნაძე:
სანდრო არის ზურა კიკნაძის ვაჟი (17 წლის)

2018 წელს ჯგუფა მიიღო ჯილდო ნომინაციაში – „წლის აღმოჩენა“ , „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოებაზე „ოქროს ტალღა“.