LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრულაია

100

რა უცნაური გოგო ხარ

გიცქერი თან გაკვირდები

არც ხოს ამბობ და არც არას

და არც სიყვარულს მპირდები.

წავალ და გაგიფრინდები

კიდევ დაგიცდი გგონია?

ეს ამოდენა გოლიათს

რა ჩიტის გული გქონია

გოგონი შენი ჭირიმე

თვალების ჩაკვრაც მეყოფა,

გამოდი თორემ მე გზაზე

სხვა ვინმეც გადამეღობა.

ეს ჩემი გულის სადილი

ეგებ შენ ერთმა გამიგო,

გოგოვ ბეღურა ხომ არ ხარ

კაკანათი რომ დაგიგო X2

ტრულალაის ფული რად უნდა

ტრულაილა თვითონ ფულია,

ამოიღებს და დახარჯავს

ვითომაც არა ჰქონია.

ტრულაილა შენი ჭირიმე

გიმღერის მთერი ერია

რესტორნები და დუქნები

სუყველა შენზე მღერიან.

ასტაურას ფული რად უნდა

ასტაურა თვითონ ფულია

ამოიღებს და დახარჯავს

ვითომაც არა ჰქონია.

ასტაურ შენი ჭირიმე

გიმღერის მთელი ერია

რესტორნები და დუქნები

სუყველა შენზე მღერიან X2

წავალ და გაგიფრინდები

კიდევ დაგიცდი გგონია?

ეს ამოდენა გოლიათს

რა ჩიტის გული გქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები