რობი უილიამსი (დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1974) ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია.
1990-1995 და 2009-2012 წლებში იყო პოპ-ჯგუფ Take That-ის წევრი. მენეჯმენტთან და ჯგუფის წევრებთან უთანხმოებების გამო, მან ჯგუფი 1995 წელს დატოვა და დაიწყო წარმატებული სოლო კარიერა.
მისი ყველა სოლოალბომი ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვდა. უილიამსის შვიდი სინგლი ჩარტების ასევე პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
2010 წელს იგი დაუბრუნდა Take That-ს. ჯგუფთან ერთად გამოცემული ახალი ალბომი ბრიტანეთის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი იყო. მოგვიანებით, მან ჯგუფი მეორედ დატოვა, თუმცა არ გამორიცხა Take That-ში კიდევ დაბრუნდეს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია რობის 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რითაც იგი ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია. რობი არის 17 Brit-ის, რვა გერმანული ECHO-ს და MTV ევროპის მუსიკალური 3 ჯილდოს მფლობელი. 2004 წელს უილიამსი შეიყვანეს ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში, როგორც „1990-იანების უდიდესი შემსრულებელი“ (გამოკითხვის საფუძველზე). მისი მეუღლეა ეიდა ფილდი.
