ზეინ მალიკი (დაბადების თარიღი 1993 წლის 12 იანვარი) ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. მუსიკალური კარიერა მან საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო, მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ მუსიკალურ კონკურსში The X Factor 2010 წელს. მალიკი იყო ცნობილი მუსიკალური ჯგუფის One Direction წევრი, თუმცა ბენდი 2015 წელს დატოვა და ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ სტუდიასთან RCA Records. პირველი ალბომი – Mind Of Mine 2016 წელს გამოსცა, მთავარი სინგლი იყო Pillowtalk. ალბომმა და სინგლმა ერთდროულად დაიკავა პირველი ადგილი 2 ჩარტში – ალბომებისა და სინგლების ჩარტებში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.
