LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავსა და სოფლებში ჰექტრობით ვენახი განადგურდა

უამინდობამ თელავის გარდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. უხვმა ნალექმა დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.

სოფლებში: წინანდალი, კისისხევი და კურდღელაური ხევები ადიდდა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰექტრობით მსხმოიარე ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა და მოსავლის გარეშე დარჩნენ.