LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

სოფელ ახალსოფელთან სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.