LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური შოუ – ჯეი-ზის კონცერტზე ბიონსე და ბლუ აივი გამოვიდნენ

ჯეი-ზიმ სადებიუტო ალბომის, Reasonable Doubt გამოსვლიდან 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, იანკის სტადიონზე გრანდიოზული კონცერტი გამართა, რომელზეც მოულოდნელად, ბიონსე და ბლუ აივიც გამოვიდნენ.

10 ივლისს, 3-დღიანი კონცერტების სერიის პირველსავე საღამოს, რეპერმა 45,000-იან აუდიტორიას ნამდვილი ოჯახური შოუ მოუწყო, რამაც სოციალური ქსელები სრულიად დაიპყრო.

ქმრის მხარდასაჭერად ბიონსე სცენაზე კონცერტის დასაწყისშივე ავიდა. მან ჰიტის – Can’t Knock the Hustle ის პარტია შეასრულა, რომელიც ორიგინალში მერი ჯეი ბლაიჯს ეკუთვნის.

View this post on Instagram

A post shared by Pop Tingz (@thepoptingz)

წყვილის 14 წლის ქალიშვილმა, ბლუ აივიმ, ამჯერად საოცარი მუსიკალური ნიჭი გამოავლინა. მან მამას 1996 წლის საკულტო ტრეკის, Feelin’ It შესრულებისას, პიანინოს აკომპანიმენტი გაუწია.

View this post on Instagram

A post shared by Pop Tingz (@thepoptingz)

კონცერტის მსვლელობისას დიდ ეკრანზე ასევე გაეშვა სპეციალური კადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ სჭრის ბიონსე ჯეი-ზის თმას იანკის სტადიონის ტრიბუნებზე. ამ მომენტს ფანებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში, თავად ჯეი-ზის თქმით, ყველაზე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ის ახალ ალბომზე მუშაობს და მის გამოშვებას აპირებს, თმის მოკლედ შეჭრაა. სწორედ ამიტომ ვიდეომ ქსელებში ნამდვილი ფურორი გამოიწვია, რადგან ფანები უკვე დარწმუნებულები არიან, რომ რეპერი თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალ სოლო ალბომს ამზადებს.

View this post on Instagram

A post shared by NFR Podcast (@nfrpodcast)

აღსანიშნავია, რომ საღამოს სხვა ვარსკვლავური სტუმრებიც ჰყავდა, მათ შორის ნასი და ალიშა ქისი.

View this post on Instagram

A post shared by Hypetrak (@hypetrak)

შეგახსენებთ, რომ იანკის სტადიონზე ჯეი-ზის კიდევ ორი კონცერტია დაგეგმილი, რის შემდეგაც ის მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის სხვა ქალაქებსა და ევროპაში გადაინაცვლებს.

ჯეი-ზი მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონცერტს ლონდონშიც გამართავს

View this post on Instagram

A post shared by Deeds (@deedsmagazine)